ფოთის „კოლხეთმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. კონსტანტინე გალკინის გაწვრთნილები უნგრეთის II დივიზიონის (პირველი ლიგა) მეორე ადგილოსან “კიშვარდას” შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს.
კოლხებიდან თავი რუსმა ლეგიონერმა ვლადიმირ მიხაილოვმა დუბლით გამოიჩინა, ხოლო ლაშა გოგონაიამ უნგრელთა კარი პენალტით აიღო.
თამაშის 50-ე წუთზე, უნგრელ ფეხბურთელთა შეჯახებისას, „კოლხების“ კიდევ ერთი ახალწვეული, არკადი გალპერინი მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა.
რუს ლეგიონერს პირველადი დახმარება უნგრელმა მოთამაშემ გაუწია, მოედანზე ფოთელთა ექიმიც შევიდა და მოთამაშე გონზე მალევე მოვიდა.გალპერინმა თამაშის გაგრძელება შეძლო.