ტამაშ აიანმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ტამაშ აიანის გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და აიანმა 43 წლიანი მმართველობის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
„ძალოსნობის განვითარებისთვის მე ყველაფერი გავაკეთე. კორონავირუსის პანდემიის დამარცხების შემდეგ როდესაც ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ახალ თაობას მართველობის სადავეები გადაეცემა და ძალოსნობის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისიც იქნება,“ – განაცხადა ტამაშ აიანმა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრებმა კი ტამაშ აიანს განსაკუთრებული მადლობა ბოლო პერიოდში ანტიდოპინგური პროგრამის ამოქმედებისთვის გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს სტანდარტების სრული დაცვით შექმნილი პროგრამა განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საარჩევნო ყრილობამდე პრეზიდენტის მოვალეობას ურსულა პაპანდრეა შეასრულებს.