თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება სროლას, რომელიც ადგილზე ცოტა ხნის წინ ისმოდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ბენზინგასამართ სადგურიდან, რომელიც სკვერთან მდებარეობს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია ამოღებული.
ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე პერსონალი აცხადებს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა.