თამარ ტალიაშვილი - სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისნაირი პრინციპული და ერთგული ლიდერი აკლდა ქვეყანას 2008 წელს, როდესაც ჯარიც და ხალხიც მიტოვებული იყო ბრძოლის ველზე
თამარ ტალიაშვილი - სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისნაირი პრინციპული და ერთგული ლიდერი აკლდა ქვეყანას 2008 წელს, როდესაც ჯარიც და ხალხიც მიტოვებული იყო ბრძოლის ველზე

ოპოზიციას არ მოსწონს, როდესაც პრემიერ მინისტრი დგას თავისი ხალხის გვერდით, ერთგულად და პრინციპულად, რადგან სწორედ ასეთი ლიდერი აკლდა ქვეყანას 2008 წელს, როდესაც ნამდვილად ჯარიც და ხალხიც, ერიც და ბერიც იყო მიტოვებული ბრძოლის ველზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

თამარ ტალიაშვილის თქმით, ქვეყნის პროგრესის შეფასება ევროპული ტრადიციაა.

„დაგვიწუნეს ინდექსებზე აპელირება და ასევე დაგვიწუნეს საქართველოს პროგრესის შეფასება – უკან არ უნდა გავიხედოთო. მე მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ სწორედ პროგრესის შეფასება არის ევროპული სტანდარტი. ამასთან დაკავშირებით მე მინდა მათ გავახსენო, რომ სულ რაღაც ორი თვის წინ, ევროსაბჭომ სტრასბურგში მიიღო რეზოლუცია, რომელიც აფასებს საქართველოს რეფორმებს უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში და სწორედ ამ რეზოლუციამ თქვა ცალსახად, რომ საქართველომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში განიცადა არსებითი პროგრესი. ეს რეზოლუცია არ იყო დაფუძნებული რაიმე პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციებზე, არამედ ეფუძნებოდა სკურპულოზურ მონიტორინგს, შეფასებასა და ანალიზს. ასე რომ, ჩვენ ვერ დაგვიშლიან ვისაუბროთ პროგრესზე, რადგან პროგრესის ტრადიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს არის გარანტი იმისა, რომ პროგრესი გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.