თამარ კორძაია - გიორგი ვაშაძის განცხადებით შეურაცხყოფილი ვერ ვიქნები, მასთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ ყავას და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ყავა არ ყოფილა
თამარ კორძაია - გიორგი ვაშაძის განცხადებით შეურაცხყოფილი ვერ ვიქნები, მასთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ ყავას და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ყავა არ ყოფილა

გიორგი ვაშაძის განცხადებით შეურაცხყოფილი ვერ ვიქნები, რადგან გიორგი ვაშაძესთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ ყავას და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ყავა არ ყოფილა და მას ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

თამარ კორძაიამ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ვაშაძე აღნიშნავს: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“

„სამუშაო ჯგუფებში ვიმუშავეთ. შედეგი ის არის, რომ სამი პრობლემაა დარჩენილი, დეპოლარიზაციაა უმთავრესი და რატომ არ წყდება, ეს ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.