თამარ კორძაია - შეთანხმება ორმხრივი პროცესია, მაგრამ პირველი ნაბიჯი რომ ხელისუფლებას ეკუთვნის, ამას ჩვენი პარტნიორები ყოველთვის ხაზს უსვამენ
თამარ კორძაია - შეთანხმება ორმხრივი პროცესია, მაგრამ პირველი ნაბიჯი რომ ხელისუფლებას ეკუთვნის, ამას ჩვენი პარტნიორები ყოველთვის ხაზს უსვამენ

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ კენტის ან ნებისმიერის განცხადებაში აქცენტირებულია, რომ ხელისუფლებას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა ამ პროცესში და ხელისუფლება არის ის ობიექტი, რომელმაც მისთვის სასარგებლო დოკუმენტსაც კი არ მოაწერა ხელი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით,  საერთაშორისო პარტნიორები ამაზე ყოველთვის ხაზგასმით საუბრობენ.

„რა თქმა უნდა, საერთაშორისო განცხადებებით ყველას მოგვიწოდებენ, რადგან დიალოგი ორმხრივი პროცესია, შეთანხმებაც ორმხრივი პროცესია, მაგრამ პირველი ნაბიჯი რომ ხელისუფლებას ეკუთვნის, ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ.

დატოვე კომენტარი