თამარ კორძაია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება
თამარ კორძაია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება

საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ჩაერთვება.

სამუშაო ჯგუფი დღეს შეიქმნა.

„იმ ექვს ადამიანს შორის ვარ, ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებას ყველაზე მეტი განცხადებით მიმართა. ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხი. საპარლამენტო რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს რეალურად ანგარიშვალდებული და არ იმიზეზებდეს კონფიდენციალურ საკითხებს და დეპუტატებს გაგზავნილ კითხვებზე ნორმალურ შინაარსობრივ პასუხებს უნდა აძლევდეს. საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ეს არის დემოკრატიის გაძლიერება. ამ საკითხებზე ბევრ მაქვს ნაფიქრი და როცა ახლა მუშაობა იწყება, ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნა სამუშაო ჯგუფს გამოადგება. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხია. თუ რამის გაკეთება გვინდა პარლამენტში, მათ შორის 12 პუნქტის შესრულება, ეს „ქართული ოცნების“ გარეშე ვერ გაკეთდება – ვერც ერთი გადაწყვეტილება ამ შენობაში ქართული ოცნების გარეშე ვერ მიიღება, რადგან მათ პარლამენტში ყველაზე მეტი ხმა აქვთ. მიმაჩნია, რომ პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქართული ოცნების მარტოდ დატოვება იმდენად საშიშია, რომ მათი დატოვება არ შეიძლება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.