თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს, რადგან რეგისტრაცია არ გაიარა, რომ კომისია შექმნილიყო
თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს, რადგან რეგისტრაცია არ გაიარა, რომ კომისია შექმნილიყო

პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება ბოიკოტში გადის, რათა გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, მმართველი გუნდი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესებს ანგრევს.

„„ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს, რადგან რეგისტრაცია არ გაიარა, რომ კომისია შექმნილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ რეგლამენტის ფარგლებში. როდემდე აპირებენ რეგისტრაციას არ გავლას? „ქართული ოცნება“ გადაფარებულია სასამართლოს კლანს და ქვეყანას აყენებს რისკის ქვეშ, რომ დასანქცირება მოხდეს. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესებს ანგრევენ. 50 ხმა იმიტომ არის განსაზღვრული, რომ ოპოზიციამ გადაწყვეტილების მიღება „ქართული ოცნების“ გარეშე უნდა შეეძლოს, – განაცხადა კორძაიამ.

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა.