თამარ კორძაია - პარტნიორი ქვეყნების შუამავლობით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კომპრომისებზე წამოსვლა
თამარ კორძაია - პარტნიორი ქვეყნების შუამავლობით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კომპრომისებზე წამოსვლა

ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შუამავლობით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კომპრომისებზე წამოსვლა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ოპოზიცია პრინციპულად ითხოვს მოლაპარაკებების განახლებას და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობის დაწყებას.

„ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების სტრატეგიაში და ამ ყოვლისმომცველ საქმიანობაში ერთ-ერთი საკითხია სამომავლო აქციები. ველოდებით, „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, რომ ნიკა მელიას პატიმრობა გაუქმდება, ამის მერე თქვან რომ კი, ვადამდელს განვიხილავთ, მათ ყველაფერი იციან, მათ შეიყვანეს ქვეყანა ჩიხში და ველოდებით, რომ გადადგან ნაბიჯი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შუამავლობით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კომპრომისებზე წამოსვლა“, – განაცხადა კორძაიამ.