თამარ კორძაია - მზად ვარ, შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას მელიას ციხიდან გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე
თამარ კორძაია - მზად ვარ, შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას მელიას ციხიდან გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე

იმედს ვიტოვებ, დღეს მიშელის ჩამოსვლის შედეგი იქნება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გამოშვება და საერთაშორისო პარტნიორობით მისი მხრიდანაც დოკუმენტის ხელმოწერა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, მადლობა პრეზიდენტ შარლ მიშელს იმისათვის, რომ ხელი არ გაუშვა. იმედს ვიტოვებ, დღეს მიშელის ჩამოსვლის შედეგი იქნება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გამოშვება და საერთაშორისო პარტნიორობით მისი მხრიდანაც დოკუმენტის ხელმოწერა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, მზად არის, შეუერთდეს  საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე.

„რაც შეეხება ჩემს ინდივიდუალურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ ვერც მე და ვერც „რესპუბლიკური პარტია“ დამოუკიდებლად, საარჩევნო ბლოკისა და ამ ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მძლავრი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიპოვებდით საპარლამენტო მანდატებს, ამიტომ, მზაობას გამოვხატავ, შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე. მინდა, გამოვხატო რწმენა, რომ ეს უახლოესი საათების საკითხია და შეთანხმება მიაღწევს საბოლოოდ იმ შედეგს, რასაც ისახავდა მიზნად მოდერაციის დაწყებისას – ჩააცხრობს იმ კრიზისს, რაც არჩევნების დღიდან გრძელდება და დაადასტურებს ქვეყნის დასავლური კურსის ერთგულებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირისა და აშშ ელჩებს, მადლობა პრეზიდენტ შარლ მიშელს იმისათვის, რომ ხელი არ…

Posted by Tamuna Kordzaia on სამშაბათი, 20 აპრილი, 2021