თამარ კორძაია - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა შეინარჩუნოს ის პრინციპულობა, რაც ევროპაში წასვლისას და პარლამენტში გამოსვლისას გამოავლინა
თამარ კორძაია - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა შეინარჩუნოს ის პრინციპულობა, რაც ევროპაში წასვლისას და პარლამენტში გამოსვლისას გამოავლინა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სინამდვილეში, პრეზიდენტმა თავად ამხილა „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის დარღვევაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის შემაფერხებელი ძალა, რომელიც ხელს უშლიდა პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტით განეცხადებინა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი მადლობას იმსახურებს, რომ ყველაფერი პირადი ვიზიტით გააკეთა. გუშინ დავინახეთ გაავებული და ისტერიკაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ერთიანობაზე, მაგრამ ამ სიტყვებს არ მოჰყვა არავითარი შედეგი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც მიესალმნენ და არც დაემშვიდობნენ. მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა შეინარჩუნოს ის პრინციპულობა, რაც ევროპაში წასვლისას და პარლამენტში გამოსვლისას გამოავლინა“, – განაცხადა კორძაიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიშის დროს აღნიშნა, მას ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა და ამის გამო პირადი შეხვედრები გამართა.