თამარ კორძაია - მიხეილ სააკაშვილის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის
თამარ კორძაია - მიხეილ სააკაშვილის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის

მიხეილ სააკაშვილი იყო იმ ბლოკის პრემიერობის კანდიდატი, სადაც ვიყავით ყველა გაერთიანებული. რა თქმა უნდა, მისი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. გადამწყვეტია ბლოკის აზრი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ია პარლამენტში შესვლას მას შემდეგ აპირებს, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

მე გაცხადებული მაქვს, როდის შევუდგები სადეპუტატო საქმიანობას. როდესაც ოპოზიცია მოაწერს ხელს გადაწყდება შესვლა-არშესვლის ამბავი. არაერთხელ ვთქვი, როდესაც მელია გამოვა და ხელს მოაწერს შეთანხმებას, მაშინ შევალ პარლამენტში. ველოდები ჩვენი ბლოკის მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ, ვფიქრობ, კიდევ უნდა ვაცადოთ მათ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილი იყო იმ ბლოკის პრემიერობის კანდიდატი, სადაც ვიყავით ყველა გაერთიანებული. რა თქმა უნდა, მისი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. გადამწყვეტია ბლოკის აზრი. მიხეილ სააკაშვილმა გონივრული გადაწყვეტილება თქვა, რომ უნდა შევიდნენ ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა კორძაია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში, მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრა.