თამარ კორძაია - ბიძინა ივანიშვილმა გაშალა ფრთები და გადაწყვიტა, ყველა ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, სამაგალითოდ დასაჯოს
თამარ კორძაია - ბიძინა ივანიშვილმა გაშალა ფრთები და გადაწყვიტა, ყველა ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, სამაგალითოდ დასაჯოს

ბიძინა ივანიშვილმა გაშალა ფრთები და გადაწყვიტა, ყველა ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, სამაგალითოდ დასაჯოს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებით და პატიმრობაზე თანხმობის გაცემით პოლიტიკური რეპრესიები ამ ქვეყანაში დაიწყო. ოქრუაშვილი ეს არის გაგრძელება. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე არის ყველაფერი ერთი ან დიდი ძალადობის თითოეული სეგმენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილმა გაშალა ფრთები და გადაწყვიტა, ყველა ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, დასაჯოს სამაგალითოდ, მაგრამ ეს ჩვენ კიდევ უფრო გვაერთიანებს და გვაძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.