თამარ კორძაია - არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა ის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ
თამარ კორძაია - არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა ის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ

ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მივმართავ – ვერ ახერხებთ იმას, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეები დაცული იყვნენ. არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ. გომელაურმა და ღარიბაშვილმა ის პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმთ, თითოეული ადამიანის არათუ გამოხატვის უფლება, არამედ ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ.

„ადამიანები, რომლებიც ხმას გაძლევენ ან არ გაძლევენ, გადასახადებს იხდიან და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთი თვეა გთხოვენ იმას, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველვყოთ და ამას ვერ ახერხებთ. ამის შემდეგ თქვენ ხელისუფლება ხართ? – თქვენ ხელისუფლება არ ხართ და არავითარი უფლება არა გაქვთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ წესრიგის დამყარების უნარი გაქვთ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა თქვა, კონსტიტუციით ყველა დაცულია და დღეს მან კონსტიტუცია ყველას თავზე გადაგვახია. მან არ იცის, რას ნიშნავს კონსტიტუცია, მან არ იცის რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა. დღეს ის კიდევ ახალისებს ძალადობას რადგან ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა – სამწუხაროა, ბატონო ირაკლი, მეტი ძალა და უნარი რომ არ გაქვთ, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანას ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს“, – განაცხადა კორძაიამ.