თამარ ხულორდავა - ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არ არის რეალურად არჩევნები, ეს არის მხოლოდ არჩევნების იმიტაცია
თამარ ხულორდავა - ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არ არის რეალურად არჩევნები, ეს არის მხოლოდ არჩევნების იმიტაცია

ეს არ არის რეალურად არჩევნები, ეს არის მხოლოდ არჩევნების იმიტაცია, – ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ვერანაირი სერიოზული აღქმა და სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ეს არ არის რეალურად არჩევნები, ეს არის მხოლოდ არჩევნების იმიტაცია. ვერანაირ არჩევნებს, ვერანაირ ლეგიტიმურ პროცესს, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებაც ექნებოდა ვერ ექნება ადგილი, ბუნებრივია, ოკუპაციის პირობებში იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთიდან განდევნილია მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან ამ არჩევნების მიმართ არც მოლოდინი, არც რაიმე სხვა სერიოზული აღქმა და შეფასება ამ პროცესის არ ხდება,“- განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა“. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია „35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი“.