თამარ ხულორდავა - გვინდა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყოს მოწოდება, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯონ
თამარ ხულორდავა - გვინდა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყოს მოწოდება, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯონ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

როგორც ხულორდავამ პირველ არხს განუცხადა, მნიშვნელოვანია ევროპარლამენტმა დაგმოს აგრესიული ქმედებები, რომლებსაც საოკუპაციო ძალები ახორციელებენ.

„ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა, რაც გვაქვს ევროპარლამენტარებთან კონსულტაციები. მოლაპარაკებები 2017 წლის ბოლოდან დავიწყეთ. ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი პარტიის მხარდაჭერით მიღებული რეზოლუციით, არის პრინციპები, რაც გვინდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციით კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ევროპარლამენტმა დაგმოს აგრესიული ქმედებები, რომლებსაც საოკუპაციო ძალები ახორციელებენ.

ასევ, ჩვენ გვინდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყოს მოწოდება, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯონ“,- განაცხადა ხულორდავამ.

დღეს ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტარებმა იმსჯელეს ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. პარლამენტარები რეზოლუციას აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ივნისში მიიღებენ.