თამარ კეკენაძე - „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ, გადადგეს მთავრობა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით, დაინიშნოს ახალი არჩევნები
თამარ კეკენაძე - „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ, გადადგეს მთავრობა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით, დაინიშნოს ახალი არჩევნები

ლექსოს გარდაცვალება არ არის მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია. სამწუხაროდ, ის გახდა დაუსჯელი, გაუგონარი და ღიად წახალისებული ძალადობის მსხვერპლი, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, თამარ კეკენაძემ განაცხადა, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, კოლეგებს და მთელ საზოგადოებას. ლექსოს გარდაცვალება არ არის მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია. სამწუხაროდ, ის გახდა დაუსჯელი, გაუგონარი და ღიად წახალისებული ძალადობის მსხვერპლი. მხოლოდ კონკრეტული შემსრულებლების დასჯა არ არის საკმარისი. საქართველოს ხელისუფლებას არათუ არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა, არამედ თვითონ არის ძალადობრივი ქმედებების წამახალისებელი. შესაბამისად „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ, გადადგეს მთავრობა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით, დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამავდროულად, დადგეს ყველა იმ სასულიერო თუ საერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ღიად და საჯაროდ მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობისკენ“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.