თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებაზე მიენიჭოს უპირატესობა
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებაზე მიენიჭოს უპირატესობა

„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, შესაძლოა, შესაძლოა, 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს „სინოფარმს“ უპირატესობა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს რაიმე შეზღუდვას ასაკთან მიმართებით. უფრო მეტიც, საუბარია, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს „სინოფარმს“ უპირატესობა, განსახვავებით „ასტრაზენეკასგან“, რომელსაც ვიყენებთ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ამ ყველაფერზე ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „სინოვაკის“ ვაქცინას, როგორც გაბუნია ამბობს, დონაციის საკითხი განიხილება, თუმცა მას შემდეგ, რაც ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ან ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის აღიარება.

„სინოვაკის“ დონაციის საკითხი განიხილება. „სინოვაკის“ დონაციაში ერთ-ერთი პირობა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, არის ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. რადგან „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით ნაკლები მონაცემი გვქონდა, ვიდრე  „სინოფარმთან“ დაკავშირებით. ამდენად, „სინოვაკის“ საკითხი ჯერჯერობით საბჭოს არ დაუყენებია, მაგრამ ამას დავუბრუნდებით. პირობა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ან ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის აღიარება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი