თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი.

„ეს მიმდინარე პროცესია და იმისდა მიხედვით, რა საჭიროება იქნება, არსებობს კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ფუნქციონირებს ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში, ანუ მათ შეუძლიათ, მალევე დაუბრუნდნენ საწყის მდგომაროებას კოვიდის მართვასთან მიმართებაში. ჩვენ დადგეგმილი გვქონდა გარკვეული დემობილიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ, გააგრძელონ ფუნქციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში“, – აღნიშნა გაბუნიამ.