თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის საერთო რაოდენობა 5 000-მდეა
თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის საერთო რაოდენობა 5 000-მდეა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მთელი ეპიდემიის განმავლობაში ინფიცირების 100 ათასი შემთხვევიდან  სამედიცინო პერსონალის 4 500-დან ხუთი ათასამდე წარმომადგენელია ინფიცირებული.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, ზუსტად რამდენი ექიმი არის დაინფიცირებული, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევა მიმდინარეობს.

„შემიძლია, გითხრათ, რამდენია სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო პერსონალი არის – 4500-დან ხუთი ათასამდე შუალედში. აქ ვგულისხმობ ყველას, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია მათი ინფიცირება, ეს ინფიცირება მოხდა სამედიცინო გარემოში თუ საყოფაცხოვრებო პირობებშიც. სამწუხაროდ, უფრო ხშირად სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებში. ამ ყველაფრზე ჩაღრმავებული კვლევა იგეგმება, თუ ეს კვლევა გვექნება, რა თქმა უნდა, ინფორმაციას გაგიზიარებთ. 100 ათასი შემთხვევა რაც დადასტურდა, ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს შორის ინფიცირების რაოდენობა ეს არის“, – განაცხადა გაბუნიამ.