თამარ გაბუნია - მედპერსონალის დეფიციტი არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრაც მარტივად და მოკლე დროში შეუძლებელია
თამარ გაბუნია - მედპერსონალის დეფიციტი არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრაც მარტივად და მოკლე დროში შეუძლებელია

დეფიციტი არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრაც მარტივად და მოკლე დროში შეუძლებელია, ამდენად, ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანურ რესურსთან, ვინც დღეს სამედიცინო სისტემაში არის და ხდება რესურსის გადანაწილება მეტად ცხელ წერტილებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დიდი ხანია, არსებობს გეგმა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა მიყვება, როგორც მედპერსონალის გადანაწილების ნაწილში, ასევე რაოდენობრივი დეფიციტის კორეგირების ნაწილში.

„დეფიციტი არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრაც მარტივად და მოკლე დროში შეუძლებელია. ამდენად, ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანურ რესურსთან, ვინც დღეს სამედიცინო სისტემაშია და ხდება რესურსის გადანაწილება მეტად ცხელ წერტილებში. მაგალითად, როცა აჭარაში სექტემბერში დაიწყო შემთხვევების ძალიან აქტიური მატება, ჩვენ აჭარაში დღესაც გვყავს რეანიმატოლოგები, რომლებიც აჭარაში თბილისიდან ჩავიდნენ და მუშაობას იქ აგრძელებენ. განსაკუთრებით პრობლემურია კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა. ჯანდაცვის სამინისტრომ დადგენილება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის მქონე პირს უფლება აქვს, კოვიდდაავადებული პაციენტი მართოს, რადგან მოგეხსენებათ, რომ კოვიდით მართვის შემთხვევაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, განსაკუთრებული მართვის უნარ-ჩვევები არ სჭირდება. ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნერვოლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პირველი დარტყმა იყო საკმაოდ რთული, სექტემბრის ბოლოს ყველაზე მაღალი იყო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი, საბოლოოდ, დიდი ნაწილი დღეს უბრუნდება სამუშაო ადგილებს.

დატოვე კომენტარი