თამარ გაბუნია - ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან, ასევე შერჩეულია დიდი სივრცეები
თამარ გაბუნია - ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან, ასევე შერჩეულია დიდი სივრცეები

თვის მანძილზე ვაქცინირებულთა საკმარისი რაოდენობა რომ იყოს, საჭიროა დამატებითი ბრიგადების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან.

ამასთან, როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, იგეგმება ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გასავლელად დამატებითი ადგილების შექმნა.

„საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაზე უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან. ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას.

ასევე იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართული არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ივლიან სკოლებში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, საჯარო სამსახურებში, რათა დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ, ასევე დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში. ასევე მიმდინარეობს მუშაობა საინფორმაციო კამპანიის გაფართოებისთვის. მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გამოვლინდა კომპანია, რომელიც დაგვეხმარება კამპანიის წარმართვაში. ასევე საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.