თამარ გაბუნია - სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება, მეორე კვარტლის ბოლოდან მივიღოთ „ნოვოვაქსი“, მესამე კვარტლიდან „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „სინოფარმი“ კი შემოვა აპრილის თვეშივე
თამარ გაბუნია - სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება, მეორე კვარტლის ბოლოდან მივიღოთ „ნოვოვაქსი“, მესამე კვარტლიდან „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „სინოფარმი“ კი შემოვა აპრილის თვეშივე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც „ასტრაზენეკას“ ვაქცინების დამატებითი დოზების მობილიზებაზე, ისე „ფაიზერის“ დამატებით დოზებზე.

ამასთან, თამარ გაბუნიამ ისაუბრა სხვა ვაქცინებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ელოდებიან ავტორიზაციას, რის შემდეგაც მათი ქვეყანაში შემოტანა იქნება შესაძლებელი.

„სინოფარმის“ და „სინოვაქსის“ დოზებზე ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, დღესაც არის ამასთან დაკავშირებით ჩანიშნული დამატებითი კონსულტაცია, ძალიან დაწინაურებულია ეს ორი ვაქიცნა იმისთვის, რომ მიიღოს ავტოირიზაცია. ასევე, „კოვაქსის“ პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა „ნოვოვაქსი“, სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყოს მისი მოწოდება, მესამე კვარტლიდან არის მოსალოდნელი, რომ „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ „კოვაქსის “პლატფორმიდან მივიღოთ.

„სინოფარმის“ ქვეყანაში შემოტანა იქნება უფრო მალე, აპრილის თვეშივე. ევროპის ქვეყნებიდან, უნგრეთი, სერბეთი და ბევრი სხვა „სინოფარმს“ ძალიან წარმატებით იყენებს, მილიონამდე ადამიანი არის აცრილი „სინოფარმით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.