თამარ გაბუნია - სამინისტროს ყველა სტრუქტურა გააგრძელებს მუშაობას, რათა ქვეყანაში შემოსული ყველა ვაქცინა გარანტირებულად ხარისხიანი იყოს
თამარ გაბუნია - სამინისტროს ყველა სტრუქტურა გააგრძელებს მუშაობას, რათა ქვეყანაში შემოსული ყველა ვაქცინა გარანტირებულად ხარისხიანი იყოს

მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩინეთის სახელმწიფოსა და საელჩოს მიმართ, რომელმაც არსებითი დახმარება გაგვიწია ჩინურ მწარმოებლებთან დახმარების პროცესში. შედეგად, დღეს ჩვენ ქვეყანაში უკვე გვაქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია, რისი დასტურიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მოსალოდნელი ავტორიზაცია იქნება.

„ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია. ამის დასტური იქნება მოსალოდნელი ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, ასევე, ამის დასტური უკვე გახლავთ ქვეყნების მზარდი რაოდენობა და მილიონობით ადამიანი, რომლებმაც ამ ვაქცინით ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს. ეს ქმნის ძალიან კარგ დაცვას – როგორც მძიმე შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, ასევე ინფექციის გავრცელების კუთხით. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხო, ეფექტური განხორციელება. სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილიზებით გააგრძელებს მუშაობას, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს გარანტირებული ხარისხის და მისი ადმინისტრირება მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი