თამარ გაბუნია - საეჭვო რეპუტაციის შუამავლები გვთავაზობენ სხვადასხვა გარიგებაში მონაწილეობას, რათა უფრო სწრაფად მივიღოთ ვაქცინები, ამ ტიპის გარიგებაში ჯანდაცვის სამინისტრო არ შევა
თამარ გაბუნია - საეჭვო რეპუტაციის შუამავლები გვთავაზობენ სხვადასხვა გარიგებაში მონაწილეობას, რათა უფრო სწრაფად მივიღოთ ვაქცინები, ამ ტიპის გარიგებაში ჯანდაცვის სამინისტრო არ შევა

საეჭვო რეპუტაციის შუამავლები გვთავაზობენ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გარიგებაში მონაწილეობას, რათა უფრო სწრაფად მივიღოთ ვაქცინები. რა თქმა უნდა, ამ ტიპის გარიგებაში ჯანდაცვის სამინისტრო არ შევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, სახელმწიფოსთვის ვაქცინის მიღების გზა არის საიმედო და ხარისხიანი „კოვაქსის“ პლატფორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის საფუძველზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა და უშუალოდ მიმწოდებლებთან ბილატელარული ხელშეკრულებები.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი პლატფორმა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ პლატფორმაზე ჩვენ არაერთხელ გვქონია საუბარი, თუ ვინმეს შეუძლია, მოგვცეს რჩევა იმასთან დაკავშირებით, რა არის კიდევ დამატებითი გზა, გარდა იმისა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა უკვე აკეთებენ, როგორ შეიძლება მოხდეს უფრო სწრაფად ვაქცინის მოწოდება.

ამ შეკითხვაზე პასუხად, იმისგან განსხვავებული, რა გზებიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე ცნობილია, არც პოლიტიკურ პარტიას, არც ექსპერტების ჯგუფებს და არც არავის ჩვენთვის არ მოუწოდებია გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროზე ხდება თავდასხმა საეჭვო რეპუტაციის შუამავლებისგან, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის გარიგებაში მონაწილეობას, რათა უფრო სწრაფად მივიღოთ ვაქცინები. რა თქმა უნდა, ამ ტიპის გარიგებაში ჯანდაცვის სამინისტრო არ შევა.

ჩვენთვის ვაქცინის მიღების გზა არის საიმედო და ხარისხიანი „კოვაქსის“ პლატფორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის საფუძველზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, აგრეთვე უშუალოდ მიმწოდებლებთან ბილატელარული ხელშეკრულებები. ეს არის სამი გზა, ამათ გარდა თუ რამე სხვა არსებობს, რომელიც ცნობილია რომელიმე ჩვენი პარტნიორისთვის და რომელსაც ინტერესი აქვს, დაეხმაროს ქვეყანას ამ მიმართულებით, დიდი სიამოვნებით გავიზიარებთ მათ გამოცდილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი