თამარ გაბუნია - მსოფლიო ბანკისგან მიღებული დაფინანსებიდან 90 პროცენტზე მეტი ვაქცინის შესყიდვას მოხმარდება, ნაწილი კი სამედიცინო პერსონალის ტრენინგსა და ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას
თამარ გაბუნია - მსოფლიო ბანკისგან მიღებული დაფინანსებიდან 90 პროცენტზე მეტი ვაქცინის შესყიდვას მოხმარდება, ნაწილი კი სამედიცინო პერსონალის ტრენინგსა და ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დაფინანსებიდან, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკისგან მიიღებს, თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდება უშუალოდ ვაქცინის შესყიდვას.

მისივე თქმით, ასევე თანხის გარკვეული ნაწილი დასჭირდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგსა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას.

„მსოფლიო ბანკისგან მივიღებთ დამატებით დაფინანსებას, რომელიც კონკრეტულად მიმართული იქნება ვაქცინების შესყიდვისკენ. ამ შეთხვევაში, თანხის უდიდესი ნაწილი, 90 პროცენტზე მეტი მოხმარდება უშუალოდ ვაქცინის შესყიდვას. ასევე, არის გარკვეული ნაწილი, რაც სამედიცინო პერსონალის ტრენიგს დასჭირდება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას და დამატებით ვაქცინაციისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების შეძენას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 34.5 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსება გამოუყო.