თამარ გაბუნია - მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაივიწყებთ პირადი დაცვის საშუალებებს და სტუმრიანობას მოვერიდოთ
თამარ გაბუნია - მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაივიწყებთ პირადი დაცვის საშუალებებს და სტუმრიანობას მოვერიდოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო კონკრეტულად რელიგიური მსახურების, სამღვდელოების და სხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვის ტესტირებების შეთავაზების პროექტი, რათა საეჭვო შემთხვევის დროული გამოვლენა მოხდეს.

„იცით, რომ ექვსი დეკემბრის ღამეს შეზღუდვის მოხსნა იქნება გადაადგილებასთან დაკავშირებით. შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა, ასევე სტუმრიანობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ისევ და ისევ მოვუწოდოთ მოსახლეობას, პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ.

რაც შეეხება ეკლესიებში ინფექციის გავრცელების კონტროლს, უკვე რამდენიმე კვირაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო კონკრეტულად რელიგიური მსახურების, სამღვდელოების და სხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვის ტესტირებების შეთავაზების პროექტი, ანუ თუ რელიგიურ პირებში სავარაუდო შემთხვევა ან საეჭვო შემთხვევაა, მოხდეს მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა იმ კონკრეტულ დღეს მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს არის პრევენციული ზომა, რაც უკვე რამდენიმე კვირაა ტარდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.