თამარ გაბუნია - ინფექციის სტაბილიზაცია აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოა, რეგიონში კორონავირუსის განმეორებითი ტალღის რისკიც შედარებით ნაკლებია
თამარ გაბუნია - ინფექციის სტაბილიზაცია აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოა, რეგიონში კორონავირუსის განმეორებითი ტალღის რისკიც შედარებით ნაკლებია

საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით,  2 900 საწოლი არის თვაისუფალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში სტაბილიზაციის ნიშნები ყველაზე თვალსაჩინოა. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, შესაბამისად, აჭარაში ვირუსის განმეორებითი ტალღის გავრცელების რისკი შედარებით ნაკლებია.

„საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და 2 900 საწოლი არის თვაისუფალი მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარკვეული რაოდენობა საწოლებისა დაუბრუნდა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც შედარებით ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.