თამარ გაბუნია -  გაფართოებული ტესტირება არის ერთ-ერთი გზა, რათა თავი დავიცვათ ასიმპტომური პირების მიერ დაავადების გავრცელებისგან
თამარ გაბუნია - გაფართოებული ტესტირება არის ერთ-ერთი გზა, რათა თავი დავიცვათ ასიმპტომური პირების მიერ დაავადების გავრცელებისგან

დაავადება შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ეს ახალი ამბავი არ არის. თუ დავუშვათ, ვირუსის ასი შემთხვევა დადასტურდა, შესაძლოა, მეორე ასი იყოს ჩვენთვის უცნობი. სწორედ ამას ემსახურება აქტიური ტესტირების პროგრამა, რასაც მაღალი რისკის ჯგუფებში ვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასიმპტომური პირების მიერ დაავადების გადადებისგან თავის დაცვის საშუალება, აუცილებელ რეკომენდაციებთან ერთად, არის აქტიური გაფართოებული ტესტირება.

„ბუნებრივია, თუ ადამიანს აქვს მიმდინარე, აქტიური დაავადება, ის დაავადების გადამცემია. სწორედ ამიტომ არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მნიშვნელოვანი. პირბადის გარეშე არაფრით არ შეიძლება მოძრაობა. ასე რომ, ბუნებრივია, ეს რისკ-ფაქტორები არის და ყველა შემთხვევა რომ ვერ გამოვლინდება, ესეც ცნობილია. აქტიური, გაფართოებული ტესტირება არის ერთ-ერთი გზა, რათა თავი დავიცვათ ასიმპტომური პირების მიერ დაავადების გავრცელებისგან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.