თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ კვარტალში მისაღებად „კოვაქსის“ პლატფორმასთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს
თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ კვარტალში მისაღებად „კოვაქსის“ პლატფორმასთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს

„კოვაქსის“ პლატფორმასთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზების პირველივე კვარტალში მიღების თაობაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა.

„საქართველოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ ვაქცინის აღიარება. რამდენიმე ვაქცინა ამგვარი აღიარების უკვე არის – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“. როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე, გეგმა ამასაც გაითვალისწინებს.

გეგმაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად. პარასკევს სამინისტრომ გააგზავნა წერილი. დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ საქართველოს შეუძლია, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ხვალვე დაიწყოს ვაქცინაცია „ფაიზერით“. ეს კონკრეტული წერილი შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველივე კვარტალში, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მივიღოთ შემოთავაზება პირველ კვარტალშივე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებით. მთვარია, რომ ქვეყანა მზადაა ვაქცინაციის დასაწყებად მომდევნო ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.