თამარ გაბუნია - ძალიან მალე ზუსტად შეგვეძლება, განვაცხადოთ, როდიდან გაიხსნება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ მეორე დოზებზე
თამარ გაბუნია - ძალიან მალე ზუსტად შეგვეძლება, განვაცხადოთ, როდიდან გაიხსნება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ მეორე დოზებზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მალე გახდება ცნობილი, თუ როდიდან გაიხსნება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ მეორე დოზებისთვის.

ასევე, გაბუნიას თქმით, ქვეყანაში მიმდინარე თვეში უნდა დაიწყოს „ფაიზერის“ მოწოდებაც.

„ძალიან მალე, ამ დღეებში უკვე ზუსტად შეგვეძლება, განვაცხადოთ, როდიდან გაიხსნება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ მეორე დოზებზე. „იუნისეფისგან“ გვაქვს ინფორმაცია, რომ მალე უნდა დასრულდეს მოწოდება, ასევე „ფაიზერის“ მოწოდებაც უნდა დაიწყოს ამ თვეში და ამაზეც ვფიქრობ, დიდი ხნის ლოდინი აღარ მოგვიწევს და ეს ინფორმაცია გვექნება.

ავსტრიიდან მიღებული დოზების გამოყენება მეორე ინექციისთვის უკვე დაწყებულია, თუმცა იმის გამო, რომ მხოლოდ 5 000 დოზა მივიღეთ ავსტრიიდან, მაინც შენარჩუნებულია 10-დან 12 კვირის პერიოდი“, – განაცხადა გაბუნიამ.