თამარ გაბუნია - ჟანგბადის მოხმარება ძალიან გაზრდილია, თუმცა  ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ შექმნია
თამარ გაბუნია - ჟანგბადის მოხმარება ძალიან გაზრდილია, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ შექმნია

ჟანგბადის მოწოდების ინტენსივობა და მოხმარება ძალიან გაზრდილია. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა ქვეყნიდან მიმდინარეობს ჟანგბადის იმპორტი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ შექმნია.

„ლოჯისტიკური პროცესი არის ძალიან დატვირთული, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ შექმნია. ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი, ისე რომ პაციენტი ამას ვერ იყენებდა. ასეთი ტიპის ხარვეზი რომ აღმოიფხვრას, კლინიკებთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.