თამარ გაბუნია - დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა და მოდუნების, შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა
თამარ გაბუნია - დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა და მოდუნების, შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედი სტაბილიზაცია მოდუნებისა და შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა.

მისივე თქმით, რეგულაციებთან დაკავშირებით დააკვირდებიან, როგორი ეპიდვითარება იქნება სექტემბერში და გადაწყვეტილებებს ამის შესაბამისად მიიღებენ.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სურათი არის ძალიან საყურადღებო და მოდუნების, შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა. სწორედ ამას უკავშირდება სატრანსპორტო შეზღუდვის გადაწყვეტილება. ის შეზღუდვები, რაც დღეს მოქმედებს, ყველა უნდა დარჩეს ძალაში. ასევე იცით, რომ სკოლებში სწავლა განახლდება მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ვინაიდან სხვაგვარ საშუალებას ეპიდემიოლოგიური სურათი არ იძლევა. ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სექტემბრის თვე, რომ შევხედოთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს. რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილებები ამის შესაბამისად მიიღება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.