თამარ გაბუნია - დეტალები უნდა დაზუსტდეს, ვაქცინების დოზების რა წილი შეიძლება, რომ საქართველომ აშშ-სგან მიიღოს
თამარ გაბუნია - დეტალები უნდა დაზუსტდეს, ვაქცინების დოზების რა წილი შეიძლება, რომ საქართველომ აშშ-სგან მიიღოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დეტალები უნდა დაზუსტდეს, ვაქცინების დოზების რა წილი შეიძლება, რომ საქართველომ აშშ-სგან მიიღოს.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ხანია, დიპლომატიურ დონეზე თანამშრომლობს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროპის ქვეყნებთან დონაციის და ვაქცინების გაზიარების საკითხთან მიმართებით.

გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოს ვაქცინების დამატებითი დოზების მობილიზების კარგი შანსი აქვს.

„რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ხანია, დიპლომატიურ დონეზე თანამშრომლობს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროპის ქვეყნებთან დონაციის და ვაქცინების გაზიარების საკითხთან მიმართებით. რაც დაანონსდა, საუბარი იყო 80 მილიონ დოზა ვაქცინაზე, აქედან 60 მილიონი „ასტრაზენეკაა“, დანარჩენ 20 მილიონს რაც შეეხება, საუბარი იყო „ფაიზერზე“, „მოდერნაზე“, „ჯონსონ ენდ ჯონსონსა“ და სხვა ვაქცინებზე. კონკრეტულად, რა წილი შეიძლება, საქართველომ მიიღოს, ჯერჯერობით ამაზე დეტალები უნდა დაზუსტდეს. მაგრამ ვფიქრობთ, დონაციის პროგრამების ნაწილში, იქნება ეს ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საქართველოს კარგი შანსი აქვს, რომ დამატებითი დოზების მობილიზება მოხერხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ ივნისის ბოლოსთვის სხვა ქვეყნებში 80 მილიონ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გააგზავნის.