თამარ გაბუნია – დადებითობის მაჩვენებელი თბილისსა და ქუთაისში თუ ჩამოსცდება ოთხ პროცენტს და ერთი კვირა იქნება სტაბილურად, ვიმსჯელებთ გარკვეულ შემსუბუქებაზე
დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ქვემოთ სტაბილურად უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ თბილისსა და ქუთაისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს და ერთი კვირა იქნება სტაბილურად, იქნება იმის საშუალება, რომ ვიმსჯელოთ გარკვეულ შემსუბუქებაზე, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო აჭარაში და სწორედ ამიტომ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება.
„რაც შეეხება დღეს განხორცილებულ შემსუბუქებას, რისკები ყოველთვის არის, რადგან მობილობა პირდაპირ უკავშირდება ინფექციის გავრცელების სტიმულირებას. ამ შემთხვევაში მთავარია, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ნიღაბი. კარგია, რომ ნიღბის მოხმარების მაჩვენებელი 70 პროცენტზე მაღალი გვაქვს, თუმცა იმისთვის, რომ შეზღუდვებისგან დავიცვათ თავი, 95 პროცენტი არის, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს. რაც მთავარია რიგ ქალაქებში გველევა საშუალება სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააქტიურების. მთავარია, პირად დონეზე მოვახერხოთ ამ რეკომენდაციების დაცვა, რათა აღარ მოგვიხდეს თავიდან შეზღუდვების ეტაპზე დაბრუნება“, – განაცხადა გაბუნიამ.