თამარ გაბუნია - არ გვაქვს ვირუსის სეზონურობის მეცნიერული დასაბუთება, ჩვენი კლიმატის მსგავს მეზობელ ქვეყნებში სურათი საკმაოდ დრამატულია
თამარ გაბუნია - არ გვაქვს ვირუსის სეზონურობის მეცნიერული დასაბუთება, ჩვენი კლიმატის მსგავს მეზობელ ქვეყნებში სურათი საკმაოდ დრამატულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დღეს არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება საზღვარზე მკაცრ კონტროლთან არის დაკავშირებული.

„დღემდე მოქმედებს საკარანტინო ზომა. ყველა შემთხვევა, რომელიც საკარანტინო სივრცეში ხვდება, შემდეგ მოწმდება. მაგალითად, დღეს ორი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან იყო“, – აღნიშნა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვირუსის სეზონურობას, გაბუნიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე რაიმეს თქმა ჯერ ძალიან რთულია.

„არ გვაქვს მეცნიერული დასაბუთება, რომ ვირუსი ნამდვილად უკავშირდება სეზონურობას. თუ გადავავლებთ თვალს მეზობელ ქვეყნებს, რომლებთანაც კლიმატური მდგომარეობა ძალიან მსგავსია ჩვენი კლიმატური მდგომარეობის, იქ ნახავთ, რომ სურათი საკმაოდ დრამატულია. ამდენად, იმას, რომ ჩვენ შიდა გადაცემა დღეს არ გვაქვს, ცალსახად ვერ დავუკავშირებთ სეზონურობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ კარანტინის სახით მოქმედებს მექანიზმი, რომელიც ბლოკავს ვირუსის ქვეყანაში შემოსვლასა და გავრცელებას.