თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის საბჭოზე ხვალ იმსჯელებენ, როდის ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში, ასაკის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების მქონე პირები
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის საბჭოზე ხვალ იმსჯელებენ, როდის ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში, ასაკის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების მქონე პირები

ხვალ დაგეგმილია ვაქცინაციის საბჭო, რომელიც კიდევ ერთხელ გადახედავს იმ ეტაპობრიობასა და სტრატეგიებს, რასაც ჩვენ დღეს ვაქცინაციის პროცესში ვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ საბჭოზე ვაქცინაციის პროცესში, ასაკის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„შესაძლოა, დამატებით განისაზღვროს ჯგუფები, ვისზეც მეტი აქცენტი გაკეთდება, ასაკის მიუხედავად. მაგალითად, დიალიზზე მყოფი პირები, ორგანოგადანერგილი პაციენტები უკვე ჩართულნი არიან პროგრამაში. არიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებსაც ასევე, ასაკის მიუხედავად, სჭირდებათ ვაქცინაცია. ამ ჯგუფებზეც საბჭო ხვალ იმსჯელებს და განისაზღვრება ეტაპები, როდის მოხდება ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.