თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამის არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამის არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ჯერჯერობით ინდური შტამი დაფიქსირებული არ არის.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას ახალ შტამებთან მიმართებაში, გაბუნიას განმარტებით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ამ დროისთვის ყველა შტამის შემთხვევაში ეფექტურია.

„ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ და განსაკუთრებით ინდურ შტამთან მიმართებაში, ჯერ ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ბაზარზეა შემოსული, ეფექტურია, შესაძლო გარკვეული მერყეობით.

ყოველ შემთხვევაში, „ფაიზერმა“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალეფექტურია ყველა შტამთან მიმართებაში, სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული ეფექტურობის შესუსტება, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი, ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა გაბუნიამ.