თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევა არის დადასტურებული, ხუთ საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არ არის, თუმცა არსებობს რისკი, რომ დელტა შტამი შესაძლოა, მეტად გავრცელდეს. ამდენად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, არსებული შეფასებით, ამჟამად ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი 10-დან 20 პროცენტამდეა.