თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზით უკვე აცრილ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ამავე ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთოს
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზით უკვე აცრილ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ამავე ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ერთჯერადად უკვე აცრილ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება, ამავე ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთოს.

„რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და ისევ „ასტრაზენეკათი“ მომდევნო ვაქცინაციას, ამ შემთხვევაში რაიმე ცვლილების შესახებ რეკომენდაცია არ არსებობს. ამდენად, იმან, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია, ჩაიტაროს ვაქცინის მეორე დოზა, როცა 8 და 12-კვირიანი ინტერვალით მოუწევს  ჩატარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.