თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში IRI-ის პრეზიდენტსა და ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში IRI-ის პრეზიდენტსა და ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგსა და ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორს, სტივენ ნოქსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა.

„მზაობა გამოხატა, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოსთან ურთიერთობები და მხარდაჭერა, კონკრეტულად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროგრამებზე, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობას, ქალთა გაძლიერებასა და რეგიონების გააქტიურებას პოლიტიკურ პროცესებში.

დენიელ ტვინინგმა დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერება როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ, ემსახურება საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების განხორციელების პროცესში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო რეფორმისა და არსებული გამოწვევების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც მოემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას. შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი