თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის წარდგენას ხელისუფლების უკანდახევად აფასებს
თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის წარდგენას ხელისუფლების უკანდახევად აფასებს

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის წარდგენა ხელისუფლების მხრიდან უკანდახევა ჩანს და ეს პოზიტიურია.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს იმ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რის წინაშეც სასამართლოს სისტემა დგას.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ეს უკანდახევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და ის რეპუტაციული ზიანი გადაიფაროს, რომელიც სისტემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიადგა.

„სამწუხაროდ, მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს ზიანი დაკომპენსირდება და პროცესები რადიკალურად უკეთესისკენ წავა. იმ პროცესების შემდეგ, რაც დეკემბერში გავიარეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძალიან გაუჭირდებოდა, ისეთი კანდიდატურა წარმოედგინა, ვისაც ძალიან მაღალი ნდობა ექნებოდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა.

დატოვე კომენტარი