თამარ ჩუგოშვილი - შიდა რეფორმების გავლა პარლამენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია
თამარ ჩუგოშვილი - შიდა რეფორმების გავლა პარლამენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე საუბარი არ არის.

როგორც პირველ არხს ჩუგოშვილმა განუცხადა, შიდა რეფორმების გავლა პარლამენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მგონია, რომ პარლამენტსაც აქვს რესურსი იმისთვის, რომ ბევრად უფრო ეფექტურად იმუშაოს. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, როგორც რეგლამენტის ცვლილებების თვალსაზრისით, ასევე იმაზეც ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, საქართველოს პარლამენტი შიდა სტრუქტურულად კიდევ უფრო წარმატებული და ეფექტური გახდეს. ამაზე დეტალური საუბარი მოგვიანებით შეგვეძლება. საკადრო ცვლილებებზე საუბარი კი არ არის“, – დასძინა ჩუგოშვილმა.