თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ სახით პარლამენტს ძალიან მყარი უმრავლესობა ჰყავს, თუ მკითხავთ, იმაზე მეტი, ვიდრე სასურველია ხოლმე
თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ სახით პარლამენტს ძალიან მყარი უმრავლესობა ჰყავს, თუ მკითხავთ, იმაზე მეტი, ვიდრე სასურველია ხოლმე

„ქართული ოცნების“ სახით პარლამენტს ძალიან მყარი უმრავლესობა ჰყავს, თუ მკითხავთ, იმაზე მეტი, ვიდრე სასურველია ხოლმე – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „სოციალ-დემოკრატები“ დაიშალა და უმრავლესობაში ერთით ნაკლებია ფრაქციაა წარმოდგენილი.

„ამას დრამატული შემცირება არ გამოუწვევია, თუმცა მოვლენების განვითარებას თუ დავაკვირდებით, გამორიცხვა იმის, რომ რამდენიმე წევრმა შეიძლება გადაინაცვლოს უმრავლესობიდან დამოუკიდებელ დეპუტატად, ან ოპოზიციაში, არ შემიძლია, თუმცა ამ ეტაპზე, უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო ნაკლები ვნებათაღელვაა, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო.

საერთო ჯამში ოპოზიციის საერთო რიცხვი იზრდება, მაგრამ ეს განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. დარწმუნებული ვარ, 2020 წლისთვის სიმყარე შენარჩუნებული იქნება, შეიძლება ციფრები შეიცვალოს და სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ მყარი უმრავლესობა გვაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.