თამარ ჩუგოშვილი - ჩორჩანასთან სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება, გვმართებს მაქსიმალური გონიერება, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ
თამარ ჩუგოშვილი - ჩორჩანასთან სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება, გვმართებს მაქსიმალური გონიერება, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, სოფელ ჩორჩანასთან სიტუაცია სრულად კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ მეორე შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

„საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს დ მუშაობს, რომ ამ პროცესს შემდგომი ესკალაცია ან გართულება არ მოჰყვეს. ვფიქრობ, ხელისუფლება შეძლებს, დღევანდელი მოლაპარაკება იმდაგვარად დასრულდეს, რომ საგუშაგო დარჩეს იმ ადგილას, სადაც არის. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. წინა უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართული მხარე ერთადერთ რამეს ცდილობს – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იმდაგვარად შევინარჩუნოთ, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის. ეს პროვოკაციები მრავალგვარია, ბოლო თვის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დაიწყო მავთულხლართების გავლება და შემდეგ კიდევ ამას სხვადასხვა პროცესები მოჰყვა. გვმართებს მაქსიმალური გონიერება, რომ ჩვენი პრინციპული პოზიცია შევინარჩუნოთ და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, რადგან პროვოკაციებზე წამოგებული ხელისუფლებები გვინახავს და ამის გაგრძელებაც ვიცით. ამ ეტაპზე, სიტუაცია სრულად კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება“, – დასძინა ჩუგოშვილმა.