თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტის საქმიანობის ხარისხს მაღალ დონეზე აიყვანს
თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტის საქმიანობის ხარისხს მაღალ დონეზე აიყვანს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ხარისხს მაღალ დონეზე აიყვანს.

ჩუგოშვილის თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტის განხილვას ოპოზიცია არ დაესწრო, სადაც გათვალისწინებული იქნა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, ფრაქციას უფლება ექნება, კომიტეტის ფორმატში მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი დაიბაროს.

„დიდი მოლოდინი მაქვს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღების შემდეგ, პარლამენტი ბევრად უფრო საინტერესო, პროფესიონალური და იმ საკითხების განხილვაზე ორიენტირებული იქნება, რაც საზოგადოებას აინტერესებს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. ცვლილებებით საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად საქმიანობას თებერვლიდან გააგრძელებს და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გაიზრდება.