თამარ ჭოველიძის მამამ პროტესტი ნიშნად 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება დატოვა
თამარ ჭოველიძის მამამ პროტესტი ნიშნად 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება დატოვა

9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტი ნიშნად დატოვა.

არკადი ჭოველიძის პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს.

„ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს. მე თამარ ჭოველიძის მამა ვარ. ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო რომ დავმსხდარიყავით, „პუტჩისტები“ და ისინი ჰყავდათ. ჩემი შვილი თუ არ იყო, მე რაზე დამიძახეს, მე ვინ ვარ? არავინ არ ვარ სხვა, არც 9 აპრილს ვყოფილვარ და საერთოდ არავინ არ ვარ“, – განაცხადა არკადი ჭოველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.