თამარ ჩერგოლეიშვილი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ, დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს

11:09, 26.09.2026

იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია“, თქვითო – იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი, გვაქვს, ყველამ საკუთარი პარტია გააძლიერეთ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ყველა საკუთარ პარტიაში უნდა დარჩეს.

„იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია“, თქვითო – იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი. გვაქვს! ყველამ საკუთარი პარტია გააძლიერეთ!

ამისთვის: 1. გაიგეთ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როგორც ეროვნულად, ისე ადგილობრივად – რეგიონების მიხედვით! და ილაპარაკეთ ამ პრობლემებზე საკუთარი ილუზიების ნაცვლად; 2. დასხედით სხვა პარტიებთან დებატებზე, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ხედვა – როგორ აგვარებთ მათ პრობლემებს და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, უძლებს თუ არა თქვენი ხედვა ოპონენტების კრიტიკას; 3. კამპანია ატარეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არა არჩევნების წინა სამი თვე – ატარეთ რეალური მხარდამჭერებით და არა ნაქირავები ჟულიკებით.

ეს სამი რჩევა გეყოფათ დასაწყისისთვის, მაგრამ მთავარი არის ერთი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ – დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

მსგავსი