თამარ ჩერგოლეიშვილი – Thank me later, რომ ახირებულ ავტოკრატებზე საუბრობთ აქციიდან მეორე დღეს და არა მოსყიდულ გვარამიაზე, როგორც 26 მაისის შემდეგ მოხდა
მხოლოდ პოლიტანგაჟირებული და რეალობას აცდენილი ბაბლი ღელავთ ნაცების ისტერიკაზე. დანარჩენ საქართველოს აინტერესებს საქართველო ახირებული ავტოკრატების გარეშე. და დანარჩენ საქართველოს ჩვენი ხმა აუცილებლად მიწვდება ყველა ფორმატში და ყველა პლატფორმაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას დომინაციას.
„ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.
Thank me later, რომ ახირებულ ავტოკრატებზე საუბრობთ აქციიდან მეორე დღეს, და არა მოსყიდულ გვარამიაზე, როგორც 26 მაისის შემდეგ მოხდა.
ყოველთვის ჯობია პოლიტიკური დისკუსია ცილისმწამებლურ ჭორაობას.
იშვიათად ვყოფილვარ ასეთი კმაყოფილი აქციის შემდეგ.
P.S. ყველა კონიუნქტურას აყოლილი იმაზე მეკამათოს, არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი, და არა იმაზე, რაც იმ ბანერზე არავის დაუწერია.
მაგრამ როცა არგუმენტი არ გაქვს, მოგონილ თემას უპირისპირდები, რომ კონიუნქტურას არ ჩამორჩე და თან მართალი იყო.
და მაინც – არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი? რუსიაო არავის დაუწერია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.