თამარ ჩერგოლეიშვილი – შენგან განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე გავლენას თუ ვერ ამყარებ, პრობლემა გაქვს, პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს

17:05, 28.12.2020

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარიას წასვლა „ევროპული საქართველოდან“ დანაკარგია პოლიტიკისთვის, თუმცა არა პარტიისთვის.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კომენტარში წერს, პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს და „განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე თუ გავლენას ვერ ამყარებ, პრობლემა გაქვს“.

„პარტიისთვის დანაკარგი არ არის. პოლიტიკისთვის – დანაკარგია. თუ გავლენას ვერ ამყარებ შენგან განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე, პრობლემა გაქვს – პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს.

მსგავსი